ავტორიზაცია

რეინჯერსთან მატჩის შემდეგ, სლავიას ფეხბურთელს თავს დაესხნენ

რეინჯერსთან მატჩის შემდეგ, სლავიას ფეხბურთელს თავს დაესხნენ
თარიღი 19 მარ 2021, 11:21

"რეინჯერსსა" და "სლავიას" (0:2) შორის ევროპა ლიგის ეგიდით გამართული 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, სტუმართა მცველს, ონდრჟეი კუდელას თავს დაესხნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხი ჟურნალისტი, ირჟი გოშეკი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ გააკეთა ეს.

გუნდი სტადიონ "აიბროქსის" დატოვებას ვერ ახერხებდა. მომხდართან დაკავშირებით, კლუბმა პოლიცია გამოიძახა.

ორი მატჩის ჯამში პრაღულმა კლუბმა იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა. კენჭისყრა 19 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.