ავტორიზაცია

"ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა და არ დანებდებოდა", - არტეტა

"ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა და არ დანებდებოდა", - არტეტა
თარიღი 19 მარ 2021, 11:41

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ევროპა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" (0:1) გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"რა თქმა უნდა, შემდგომ ეტაპზე გასვლით ბედნიერები ვართ. ვიცოდით, რთული მეტოქე გვყავდა და არ დანებდებოდა", -  ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს.

"ამავდროულად, საკუთარ თავთან გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ შორს ვიყავით იმ დონისგან, რომელიც უნდა გვეჩვენებინა".

"ბურთის ფლობაში სტაბილურები არ ვიყავით და მარტივ სიტუაციებში ბურთს ზედმეტად ხშირად ვკარგავდით. გასამართლებელ საბუთს ვერ ვიპოვით. კარგი ფეხბურთელები გვყავდა. ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, მაგრამ შემდეგ სტაბილურობა გვაკლდა", - დასძინა არტეტამ.

პირველი მატჩი "არსენალმა" სტუმრად 3:1 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში 1/4 ფინალში გავიდა.