"მილანმა შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა", - პიოლი მანჩესტერთან მარცხის შემდეგ
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" (0:1) გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შედეგი შეაფასა.
მოგეხსენებათ, "როსონერი" "ეშმაკუნებთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ორივე მატჩში შესანიშნავად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში გოლის გატანა შეგვეძლო. გუნდმა შემდგომ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა, მაგრამ შედარებით მეტი უნდა გაგვეკეთებინა", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
"გავარდნა არ დაგვიმსახურებია. ამ ორ მატჩში ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ ორი გოლი ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით და იმედგაცრუებულები ვართ", - დასძინა პიოლიმ.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა 19 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.