"იმედია, უეფა ამას არ მიჩქმალავს", - სტივენ ჯერარდმა გაბრაზება ვერ დამალა
„რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის მცველი, გლენ კამარა, რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.
ეს ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში, „სლავიასთან“ შეხვედრაში მოხდა, როცა მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში (3:1) დამარცხდა.
„ჩემმა ფეხბურთელმა მითხრა, რომ რასიზმის მსხვერპლი გახდა. გულდასაწყვეტია, რომ მათ საკუთარ ფეხბურთელს დაცვა დაუწყეს და ჩვენ მატყუარები გვიწოდეს.
გაბრაზებული ვარ. გლენს ვიცნობ და 100%-ით ვენდობი. ეს „სლავიას“ ფეხბურთელის გამო დაიწყო, რაღც მალევე უნდა გაკეთდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. რაც არ უნდა მოხდეს, გლენს მხარს ვუჭერ.
ახლა ფეხბურთზე ლაპარაკიც კი არ მინდა. ეს უეფას საქმეა და იმედია, მას არ მიჩქმალავს. გლენს თამაშის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ აშკარად გულდაწყვეტილი იყო.“ - აღნიშნა ჯერარდმა.
ასევე იხილეთ:
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია