მბაპემ მორიგი კარიერული მიღწევით ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გაიმეორა
„პსჟ-ს“ ფორვარდი, კილიან მბაპე, ფრანგული ლიგა 1-ში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გასულ თვეში, მბაპემ ფრანგულ პირველობაში 4 გოლი გაიტანა და ხმების 39% მოიპოვა, რითაც ვისამ ბენ იედერი („მონაკო, 33%) და მემფის დეპაი („ლიონი“, 28%) უკან ჩამოიტოვა.
მბაპე ლიგა 1-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეხუთედ დასახელდა და ამ მაჩვენებლით ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია, რომელიც „პსჟ-ში“ თამაშისას თვის საუკეთესოდ ასევე 5-ჯერ დასახელდა.
შვედი ლეგენდა „პარიზის“ ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა.