ავტორიზაცია

ევროპა ლიგის 1/8-ფინალების სიმბოლური თერთმეტეული ცნობილია

ევროპა ლიგის 1/8-ფინალების სიმბოლური თერთმეტეული ცნობილია
თარიღი 19 მარ 2021, 19:04

პორტალმა Whoscored-მა ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალების სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.

საუკეთესო ფეხბურთელად ზაგრების „დინამოს“ შემტევი მისლავ ორშიჩი დასახელდა, რომელმაც „ტოტენჰემს“ ჰეთ-ტრიკი შეუსრულა.

მეკარე: ლივაკოვიჩი (ზაგრები)

მცველები: ვან ბისაკა (მანჩესტერი), პაპასტატოპულოსი (ოლიმპიაკოსი), კატრინი (ზაგრები), ბორილი (სლავია)

ნახევარმცველები: ჰესტადი (მიოლდე), გრავენბერხი (აიაქსი), პროვოდი (სლავია), ორშიჩი (ზაგრები)

თავდამსხმელები: მაიორალი (რომა), მორენო (ვილიარეალი).