ავტორიზაცია

უეფამ ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა

უეფამ ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა
თარიღი 20 მარ 2021, 10:38

ზაგრების "დინამოს" თავდამსხმელი, მისლავ ორშიჩი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, წერს უეფას ოფიციალური საიტი.

საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში ხორვატმა "ტოტენჰემს" ჰეთ-თრიქი გაუფორმა. "დინამო" 1/4 ფინალში მისი გოლებით გავიდა, მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა (პირველი მატჩი - 0:2).

აგრეთვე, აღნიშნული ჯილდოსთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოდნენ:

ბორხა მაიორალი ("რომა"), ხერარდ მორენო ("ვილიარეალი") და დავიდ ნერეში ("აიაქსი").