ავტორიზაცია

ტოტენჰემმა მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენა

ტოტენჰემმა მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 20 მარ 2021, 11:41

"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გაათავისუფლებენ, თუ მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონატს ოთხეულში ვერ დაასრულებს და მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ადგილს ვერ გაინაღდებს, წერს Daily Mail.

მოგეხსენებათ, "დეზები" ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა (0:3, 2:0 - პირველი მატჩი) და ტურნირს გამოეთიშა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენა - მისმა გუნდმა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იასპარეზოს. ამის ერთადერთი შანსი კი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ზედა ოთხეულში ადგილის დაკავებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პორტუგალიელს ზაფხულში დაითხოვენ. 

"ტოტენჰემი" 28 მატჩის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.