ავტორიზაცია

რამოსი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს

რამოსი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს
თარიღი 20 მარ 2021, 12:02

"რეალის" მცველი, სერხიო რამოსი ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "სელტასთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, წერს Marca.

გავრცელებული ცნობით, "სამეფო კლუბის" სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა 34 წლის ესპანელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გარისკოს, რომელმაც მუხლის ტრავმა ახლახანს მოირჩინა.

2020/21 წლების სეზონში რამოსმა "რეალის" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"სელტა" - "რეალი" დღეს, 20 მარტს, თბილისის დროით 19:15 საათზე აიღებს სტარტს.