ავტორიზაცია

"რონალდუმ იუვენტუსს ვერაფერი შემატა", - მოჯი

"რონალდუმ იუვენტუსს ვერაფერი შემატა", - მოჯი
თარიღი 20 Mar 2021, 12:55

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ განცხადება გააკეთა:

"რონალდუს გადმოსვლის მომენტიდან, იუვენტუსმა მოიგო ორი სკუდეტო, თუმცა ამ ჯილდოს ეს გუნდი ხომ მის გარეშეც იგებდა.

პორტუგალიელი თავდამსხმელი უპირველეს ყოვლისა ნაყიდი იქნა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, თუმცა როგორც ვხედავთ, ტურინელები კვლავ ევროთასის მიღმა არიან.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მან თავის გუნდს ვერაფერი შემატა, თუმცა ცხადია, კრიშტიანუს ისტორია ბებერ ქალბატონში ჯერ არ დასრულებულა".

რონალდუ გასული სეზონის საუკეთესო გოლის შესახებ: "საოცარი ნახტომია!"

TOP.GE