ავტორიზაცია

მონაკოს ასისტენტებში ახალი ლიდერი ჰყავს

მონაკოს ასისტენტებში ახალი ლიდერი ჰყავს
თარიღი 20 მარ 2021, 16:55

„მონაკოს“ რუსმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ გოლოვინმა, „სენტ-ეტიენთან“ (4:0) მოგებულ მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, მას ამ სეზონში უკვე შვიდი საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ის გუნდის ლიდერია.

ამდენივე საგოლე პასი აქვს კევინ ვოლანდსაც, თუმცა გერმანელმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლოვინმა - მხოლოდ 14. 

ლიგა 1-ს საუკეთესო ასისტენტთა სიაში გოლოვინი მეოთხე ადგილს იკავებს და მხოლოდ ჯონატან ბამბას („ლილი“), ანხელ დი მარიას („პსჟ“) – 8 და მემფის დეპაის („ლიონი“, 9) ჩამორჩება.

30 ტურის შემდეგ, „მონაკო“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და „პსჟ-სა“ და „ლიონს“ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ამ ორ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.