ავტორიზაცია

გაუკეთებს თუ არა სელტიკი დერეფანს მთავარ მეტოქეს, ხვალინდელ შეხვედრაში?

გაუკეთებს თუ არა სელტიკი დერეფანს მთავარ მეტოქეს, ხვალინდელ შეხვედრაში?
თარიღი 20 მარ 2021, 17:06

„სელტიკი“ „რეინჯერსს“ არ მოუწყობს საჩემპიონო დერეფანს, როცა 21 მარტს სტივენ ჯერარდის გუნდი, ჩემპიონის სტატოსით, „ძველი ფირმის“ დერბიში ესტუმრება.

„სელტიკის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელმა, ჯონ კენედიმ აღიარა, რომ გუნდმა ეს საკითხი განიხილა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ დერეფანი არ გააკეთოს.

„დიახ, ეს განვიხილეთ. ეს თემა წამოიწია და ჩემი თვალით ვნახე, როგორ საუბრობდა ამაზე რამდენიმე ადამიანი. იგივე შემთხვევა იყო ორი წლის წინ, როცა ჩემპიონები ჩვენ გავხდით. არ მახსენდება, რომ მაშინ ამ საკითხს ასეთი რეზონანსი გამოეწვია.

ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. კოლექტიურად გავისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ გავაკეთოთ. საუბარი კლასის უკმარისობაზე არ არის, იმიტომ რომ ჩვენი კლუბი დონეს და ღირსებას ყოველთვის დემონსტრირებს და აკეთებს იმას, რაც საჭიროა.

თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ფეხბურთელებიც გამხდარან ჩემპიონები და მაშინ სათანადო პატივი არ მიუღიათ.“ - ციტირებს კენედის სიტყვებს Sky Sports.

„რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონი 7 მარტს, ნაადრევად გახდა. იქამდე, ცხრა სეზონის მანძილზე, საჩემპიონო ტიტულს სტაბილურად „სელტიკი“ იგებდა.