ავტორიზაცია

ბაიერნი ლევანდოვსკის ინგლისთან თამაშზე არ უშვებს

ბაიერნი ლევანდოვსკის ინგლისთან თამაშზე არ უშვებს
თარიღი 20 მარ 2021, 17:15

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისაუბრა, რომ დიდი ალბათობით, რობერტ ლევანდოვსკის ნაკრებში არ გაუშვებენ.

„თუ ინგლისიდან დაბრუნებულებზე სავალდებულო კარანტინი ძალაში დარჩება, ლევანდოვსკის ვერ გავუშვებთ. რაც შეეხება ალაბას, ის ავსტრიის ნაკრების განკარგულებაში რამდენიმე დღეში შეძლებს გამგზავრებას.“ - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Sport Informations Dienst.

31 მარტს, პოლონეთის ნაკრები ინგლისს ლონდონში, „უემბლიზე“ დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ ლევანდოვსკის მხოლოდ ინგლისთან მატჩის გამოტოვება ემუქრება - ის უნგრეთთან (25 მარტს) და ანდორასთან (27 მარტს) გასამართ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან.