რონალდ კუმანმა ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას მოგება შეაფასა
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას გამარჯვებაზე ისაუბრა.
„კლუბს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, შესაბამისად მომავალი გაუჩნდა, ყველაფერი კარგადაა. მნიშვნელოვანია, რომ კლუბს სათავეში ვინმე ჰყავდეს, იმიტომ რომ ეს სიმშვიდეს გგვრის.
ახლა ჩვენი ჯერია. კარგად უნდა ვითამაშოთ და სიტუაცია გავაუმჯობესოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლაპორტა ჩვენს შრომას ხედავს. „პსჟ-სთან“ საპასუხო მატჩის შემდეგ მან დამირეკა და მითხრა, რომ სამწვრთნელო შტაბის სჯერავს, ეს იმედის მომცემია.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა.