შუქურამ სამგურალი ანგარიშით 2:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში ქობულეთის "შუქურამ" უმასპინძლა წყალტუბოს "სამგურალს".
შეხვედრა დასრულდა აჭარლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0. გოლები გაიტანეს მიშიკო სარდალიშვილმა და გიორგი ჩელებაძემ.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, "შუქურამ დააგროვა შვიდი ქულა და აღზევდა მეოთხე ადგილამდე, "სამგურალი" კი სამი ქულით მერვე პოზიციაზეა.