ავტორიზაცია

რობერტო კარლოსი: "რეალი ლივერპულზე ბევრად უკეთეს ფორმაშია"

რობერტო კარლოსი: "რეალი ლივერპულზე ბევრად უკეთეს ფორმაშია"
თარიღი 20 მარ 2021, 21:33

"რეალის" ყოფილმა მცველმა, რობერტო კარლოსმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე საკუთარი აზრი გამოთქვა, რომლის მიხედვითაც "სამეფო კლუბი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

"კარგ გუნდს შევხვდებით. პირველ მატჩს შინ გავმართავთ, "რეალი" კი "ლივერპულზე" ბევრად უკეთეს ფორმაშია, ამიტომაც დაპირისპირების ბედი საკუთარ მოედანზე უნდა გადაწყვიტოს".

"საჭიროა, რომ ზიდანის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იყოს, ტრავმირებულები კი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ", - ციტირებს კარლოსის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, "რეალისა" და "ლივერპულის" წყვილის გამარჯვებული 1/2 ფინალში "პორტუსა" და "ჩელსის" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველი 1/4 ფინალური მატჩი 6 აპრილს, მადრიდში გაიმართება, საპასუხო კი - 14 აპრილს, ლივერპულში.