ბარსელონა მზადაა მორიბას გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს

"ბარსელონა" ნახევარმცველ ილაიშ მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, იტყობინება Mundo Deportivo.
18 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
ესპანური კლუბი მზადაა კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზოს, გაუმჯობესებული პირობებით.
მორიბა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, "ბარსელონას" პირველ გუნდში მან ამ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა.