ავტორიზაცია

გენდუზი ჰერტადან არსენალში დაბრუნდება

გენდუზი ჰერტადან არსენალში დაბრუნდება
თარიღი 20 მარ 2021, 22:03

"არსენალის" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, მატეო გენდუზი, რომელიც იჯარით "ჰერტაში" თამაშობს, სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონში დაბრუნდება, წერს Bild.

ბერლინურ კლუბში 21 წლის ფრანგის თამაშით არცთუ ისე კმაყოფილები არიან. აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბს პრეტენზიები აქვს ფეხბურთელის ვარჯიშისადმი დამოკიდებულების შესახებ.

როგორც 7 მარტს გახდა ცნობილი, გენდუზი "არსენალის" თავკაცის, მიკელ არტეტას სამომავლო გეგმებში არ შედის, რის გამოც უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე "მეთოფეები" მის გაყიდვას აპირებენ.

Transfermarkt-ის ვერსიით, გენდუზის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.