ავტორიზაცია

ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი უგოლოდ დასრულდა

ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი უგოლოდ დასრულდა
თარიღი 20 მარ 2021, 22:05

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა.

ერთმანეთს "საბურთალო" და "დინამო ბათუმი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გოლი ვერცერთმა გაიტანა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ამ ფრით "დინამო ბათუმმა" 11 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

რაც შეეხება "საბურთალოს", მათ 6 ქულა აქვთ და მე-6 პოზიციას იკავებენ.