ავტორიზაცია

პირლო იუვენტუსიდან რონალდუს შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

პირლო იუვენტუსიდან რონალდუს შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება
თარიღი 20 მარ 2021, 22:12

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ გუნდიდან თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა.

"ამაზე ჯერ კიდევ არ გვიფიქრია. კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და გვიხარია, რომ ჩვენთან თამაშობს. არც ტექნიკური, არც ტაქტიკური თვალსაზრისით, მის მომავალზე ჯერ არ გვიფიქრია".

"ახლა მიმდინარე სეზონზე ვართ კონცენტრირებულები, გვინდა იგი საუკეთესოდ დავასრულოთ. რონალდუ ბევრ გოლს იტანს, უდავოდ", - ციტირებს პირლოს სიტყვებს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "პორტუსთან" მარცხის შემდეგ დაიწერა, რომ ტურინელები მზად არიან პორტუგალიელს შეელიონ. აგრეთვე, არსებული ცნობით, 36 წლის ფეხბურთელი "რეალში" დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

რონალდუ "იუვენტუსში" "რეალიდან" 2018 წელს გადავიდა და 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება. 

ასევე იხილეთ:

რონალდუ გასული სეზონის საუკეთესო გოლის შესახებ: "საოცარი ნახტომია!"