ალეგრიმ სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება ნაპოლი ჩაიბაროს
"ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გათავისუფლება უნდა.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.
გატუზოს ადგილას ნეაპოლელთა ხელმძღვანელი "იუვენტუსის" ყოფილი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის მიწვევას აპირებს.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში "ნაპოლი" 50 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩში ნეაპოლელები 21 მარტს "რომას" დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში გატუზოს შეგირდები მე-4 პოზიციაზე მყოფ "ატალანტას" გადაასწრებენ.