ავტორიზაცია

ჩისკო შეუჩერებელია - ზედიზედ მე-5 გამარჯვება და ახლოს პრემიერ ლიგასთან

ჩისკო შეუჩერებელია - ზედიზედ მე-5 გამარჯვება და ახლოს პრემიერ ლიგასთან
თარიღი 21 მარ 2021, 10:26

ინგლისის ჩემპიონლიგაში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "უოტფორდსა" და "ბირმინგემს" შორის.

მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.

"დინამო თბილისის" ყოფილი დამრიგებელი 75 ქუით მეორე ადგილს იკავებს.