"დემბელეში, კოუტინიოსა და გრიზმანში ძალიან ბევრი დავხარჯეთ", - რამდენი დაკარგა ბარსელონამ პანდემიის გამო ფინანსურად?
„ბარსელონას“ პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, კარლეს ტუსკეტსმა, კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„სხვადასხვა შეხვედრებზე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ვალების საკითხში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნეიმარის წასვლის შემდეგ, დავალიანებები მკვეთრად გაგვეზარდა.
ძალიან ბევრი დავხარჯეთ დემბელეში, კოუტინიოსა და გრიზმანში. ზოგ ფეხბურთელთან კონტრაქტი გახანგრძლივდა, შესაბამისად მოიმატა ხელფასებმაც.
რეკომენდირებული სახელფასო ზღვარი? უეფა გვირჩევს, რომ ის კლუბის შემოსავლების 70%-ს არ აღემატებოდეს, მაგრამ 50% - კიდევ უფრო უკეთესია. ამ სეზონში შემოსავალი მკვეთრად დაეცა და ფეხბურთელები ხელფასების დაკლებას რომ არ დათანხმებოდნენ, საუბარი 90%-ზე იქნებოდა.
თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 300 მილიონი რომ არ დაგვეკარგა, რა თქმა უნდა, პროცენტი უფრო დაბალი იქნებოდა.“ - ციტირებს ტუსკეტსის სიტყვებს Sport.es.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ იმარჯვა, რომელიც გუნდში 2010 წლის შემდეგ დაბრუნდა.
იხილეთ ასევე:
ბარსელონას ნიკოლას სირი სურს, რომელმაც ახლახან პელეს ისტორიული რეკორდი მოხსნა
რონალდ კუმანმა ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე შეკითხვას უპასუხა