ავტორიზაცია

ჟოან ლაპორტამ ბარსელონაში პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა - თანაც, უფასო

ჟოან ლაპორტამ ბარსელონაში პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა - თანაც, უფასო
თარიღი 21 Mar 2021, 14:04

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

The Sunday Times-ის ინფორმაციით, ვეინალდუმს წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს - ის „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას პირველი ტრანსფერი იქნება.

ნახევარმცველი კატალონიური გუნდის სამიზნე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო, მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა „ბლაუგრანას“ ჰოლანდიელის შეძენაში ხელი შეუშალა.

თუმცა, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის დროს, „ბარსა“ და „ლივერპული“ შეთანხმდნენ, რომ ესპანელები „ენფილდიდან“ ფეხბურთელს 2021 წლის ზაფხუალმდე ვეღარ წაიყვანდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატალონიელებს კიდევ 93 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ.

ჯორჯინიო ვეინალდუმი „ბარსელონას" სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რამეთუ „ლივერპულთან" კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ.