"შენი გოლები მხოლოდ ტიტულებთან ერთად არის საჭირო", - ნისტელროიმ გაიხსენა, როგორ დატოვა ფერგიუსონმა ოქროს ბუცის გარეშე
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, რუდ ვან ნისტელროიმ, „მანჩესტერული“ კარიერის პერიოდი გაიხსენა.
ჰოლანდიელმა კონკრეტულად გაიხსენა ეპიზოდი, რომ 2001/02-სეზონში, მან გუნდში პირველივე სეზონში „ოქროს ბუცის“ მოგება შეეძლო. ის ამ ჯილდოსთვის ტიერი ანრის და ალან შირერს ებრძოლა. ბოლო ტურის მატჩის წინ, ფერგიუსონისგან კი უსიამოვნო სიურპრიზი მიიღო.
„ანრი პრემიერ ლიგაში ჯერ კიდევ მაშინ ბრწყინავდა, როცა მე „პსვ-ში“ ვთამაშობდი. მინდოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავს მოტივაციას ვაძლევდი. იქვე იყო ალან შირერიც. ოქროს ბუცზე პრეტენზიას მეც ვაცხადებდი. პირველივე სეზონში ჩავერთვე ამ ბრძოლაში.
ბოლო სეზონის მატჩის წინ, მწვრთნელმა უბრალოდ თადარიგში კი არა, პირდაპირ ტრიბუნაზე გამიშვა. გოლის გატანის იმედიც კი ვერ მექნებოდა, არადა ერთი გოლი მჭირდებოდა. მან მითხრა: „შენ არ იბრძოლებ ოქროს ბუცს, ჩვენ პრემიერ ლიგა ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, შენც თამაშგარეში ხარ.“
მისი ეს გზავნილი იმას ნიშნავდა, რომ ჩემი გოლი მხოლოდ ტიტულებთან ერთად იყო საჭირო. მაშინ, ტრიბუნაზე მჯდომი, უკვე ახალ სეზონზე ვფიქრობდი. ყველაფერი გავიგე, თუმცა მან თავისებურად ამიხსნა.
ამავდროულად ვიჯექი და ვამოწმებდი, გაიტანა თუ არა გოლი ანრიმ. ფერგიუსონს ახალი სეზონის წინ ჩემთვის მოტივაცია მოცემა უნდოდა.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა.
საბოლოოდ, 2002/03 სეზონში ნისტელროიმ საჩემპიონო ბრძოლა მოიგო, „ემიუ“ კი ჩემპიონი გახდა.
2001/02-ში კი, ტიერი ანრიმ ბოლო ტურში მისთვის ასე საჭირო ერთი გოლი გაიტანა და ბომბარდირობაც ჩაიჯიბა.