ავტორიზაცია

საოცარი მატჩი სამტრედიაში: 0:3-დან 3:3, თუმცა მაინც მარცხი [VIDEO]

თარიღი 21 მარ 2021, 18:03

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გაიმართა ძალიან საინტერესო და დრამატული მატჩი "სამტრედიასა" და "ლოკომოტივს" შორის.

პირველი ნახევარი თბილისელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, უამრავი მომენტი ჰქონდათ და 3 გოლიც გაიტანეს.

პირველი გოლი კირკიტაძის აქტიურობას მოჰყვა, მესიაჩენკომ ავტოგოლი გაიტანა. მეორე გოლიც კირკიტაძემ შექმნა და სამურკასოვს გაატანინა, მესამე გოლი კი თავად მან გაიტანა.

თითქოს მეორე ტაიმში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ცვლილებები განახორციელა და გუნდი გადააწყო.

10-წუთიან მონაკვეთში "სამტრედიამ" 3 გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. დუბლი გივი იოსელიანმა შეასრულა, ერთი გოლი კი ახალგაზრდა გიორგი ლომთაძის ანგარიშზეა.

"სამტრედიამ" ეს ქამბექი ვერ შეინარჩუნა და 83-ე წუთზე მაინც გაუშვა. ირაკლი სიხარულიძემ ყველაფერი დაასრულა - 4:3