ავტორიზაცია

შახტარმა ბაიერნის 25-მილიონიანი შეთავაზება იუარა

შახტარმა ბაიერნის 25-მილიონიანი შეთავაზება იუარა
თარიღი 21 მარ 2021, 18:21

"შახტარმა" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე მცველ დოდოს თაობაზე "ბაიერნის" შეთავაზება იუარა.

აღნიშნული ინფორმაცია დონეცკელთა დირექტორის ასისტენტმა, კარლო ნიკოლინიმ დაადასტურა.

ფუნქციონერის განცხადებით, "რეკორდმაისტერი" მზად იყო 22 წლის ბრაზილიელში 25 მილიონი ევრო გადაეხადა.

დოდო "შახტარში" 2018 წლის ზამთარში გადავიდა და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.