ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ვულვერჰემპტონის თავდამსხმელით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი ვულვერჰემპტონის თავდამსხმელით ინტერესდება
თარიღი 21 მარ 2021, 19:21

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვერჰემპტონის" თავდამსხმელ პედრო ნეტოთი ინტერესდება, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის პორტუგალიელი ზაფხულისთვის "ეშმაკუნების" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

როგორც იუწყებიან, პოტენციური ტრანსფერი 50 მილიონ ფუნტად ფასდება.

2020/21 წლების სეზონში ნეტომ "ვულვერჰემპტონის" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.