ლაპორტა ჰოლანდის აგენტს პირადად დაუკავშირდა

უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას მთავარი სამიზნე "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდია, წერს Sport.es.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი პირადად დაუკაშირდა "დორტმუნდის" წარმომადგენლებსა და 20 წლის ნორვეგიელის აგენტს შესაძლო ტრანსფერის დეტალების განსახილველად.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა "დორტმუნდის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
აქამდე არსებული ცნობით, ბორუსიელთა ახალგაზრდა თავდამსხმელით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული.