ავტორიზაცია

ლესტერი და არსენალი ბრაიტონის ნახევარმცველისთვის იბრძვიან

ლესტერი და არსენალი ბრაიტონის ნახევარმცველისთვის იბრძვიან
თარიღი 21 მარ 2021, 19:46

"ლესტერი" და "არსენალი" "ბრაიტონის" ნახევარმცველ ივ ბისუმათი ინტერესდება, წერს Mirror.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეებს" 24 წლის მალელის წარმომადგენლებთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ.

როგორც იუწყებიან, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ლესტერიც" ჩაერთო.

2020/21 წლების სეზონში ბისუმამ "ბრაიტონის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.