"ლიონში დარჩენა მინდა, მაგრამ ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის", - იუვენტუსის მცველი

"იუვენტუსის" მცველმა, მატია დე შილიომ კარიერის "ლიონში" გაგრძელების სურვილი გამოთქვა, სადაც მიმდინარე სეზონში იჯარით თამაშობს.
"აქ დარჩენა მინდა, მაგრამ ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს".
"ზაფხულში შეიძლებოდა "პსჟ"-ში აღმოვჩენილიყავი, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ახლა "ლიონში" ვთამაშობ და ამ გუნდში ბედნიერი ვარ", - ციტირებს დე შილიოს სიტყვებს Football Italia.
2020/21 წლების სეზონში დე შილიომ "ლიონის" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.