იუვენტუსი მზადაა ზაფხულში რემსი გაყიდოს

"იუვენტუსის" ნახევარმცველი, აარონ რემსი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთა გაყიდვასაც ტურინელები უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ.
30 წლის უელსელი შესაძლოა პრემიერ ლიგის ან ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს, წერს Sky in Italy.
შეგახსენებთ, რემსი "იუვენტუსში" 2019 წლის ზაფხულში მას შემდეგ გადავიდა, რაც "არსენალთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
რემსის "იუვესთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში "ბებერი ქალბატონის" ნახევარმცველმა 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი ასისტი მიითვალა.