ავტორიზაცია

ელიგის მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში ფრე დაფიქსირდა - დილამ ტორპედოს პენალტით უპასუხა [VIDEO]

თარიღი 21 მარ 2021, 21:22

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" გორის "დილას" ესტუმრა.

შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1:1, დმიტრი რეკიშის გოლს "დილამ" ვანდერსონ ენრიკეს თერთმეტმეტრიანით უპასუხა.

ეროვნული ლიგის ხუთი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ლიდერობს სწორედ დილა, რომელიც პირველ ადგილს ბათუმის "დინამოსთან" იყოფს.

"ტორპედო" კი სამი ქულით მერვე ადგილზეა. აქვე დავამატებთ, რომ სანაკრებო თამაშების გათვალისწინებით, ეროვნულ ლიგაში შესვენებაა.