ავტორიზაცია

VIDEO: ქვილითაიას სუპერ გოლი! 3 მოტყუებული მეტოქე და უშანსოდ დატოვებული მეკარე

თარიღი 21 მარ 2021, 23:03

კვიპროსის ჩემპიონატის ეგიდით, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" შინაურ კედლებში "აელს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, თანაც საკმაოდ ლამაზი.

აღსანიშნავია, რომ "ანორთოსისმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგო და საჩემპიონო ჯგუფში 53 ქულით მე-4 ადგილზეა.