ავტორიზაცია

იუნაიტედმა შიდა ტიტულის მოგების შანსი დაკარგა - ჩელსი ჯერ კიდევ იბრძვის: FA CUP-ის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია [VIDEO]

იუნაიტედმა შიდა ტიტულის მოგების შანსი დაკარგა - ჩელსი ჯერ კიდევ იბრძვის: FA CUP-ის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია [VIDEO]
თარიღი 21 მარ 2021, 23:59

ინგლისის ასოციაციის თასზე მეოთხედფინალური დაპირისპირებები გაიმართა.

პირველ შეხვედრაში „ჩელსიმ“ „შეფილდს“ უმასპინძლა და 2:0 იმარჯვა. 24-ე წუთზე ნორვუდმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 90+2 წუთზე კი ჰაკიმ ზიეჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ლონდონურმა გუნდმა ნახევარფინალური საგზური მოიპოვა.

დღის მთავარ და ცენტრალურ დაპირისპირებაში კი „ლესტერმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე, კელესი იჰეანაჩომ გახსნა. 38-ზე მეისონ გრინვუდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ამ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, იჰეანაჩომ ჯერ ტილემანსს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც დუბლი მიითვალა და „იუნაიტედს“ ამ სეზონში რომელიმე შიდა ტურნირის ბოლო იმედიც მოუკლა.

ამრიგად, „ჩელსი“ და „ლესტერი“ „სიტის“ და საუთჰემპტონს FA CUP-ის ნახევარფინალში შეუერთდნენ. 

უკვე ცნობილია ნახევარფინალური წყვილებიც - კენჭისყრამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი ანდერდოგი ფინალში გასვლას აუცილებლად მოახერხებს. 1/2-ფინალში „საუთჰემპტონი" „ლესტერს" დაუპირისპირდება, „ჩელსი" კი - „მანჩესტერ სიტის".