"მომდევნო წელს აღარ ვიქნები" - ქეცბაია გუნდიდან მიდის
კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" მორიგი მარცხი განიცადა.
ქართველების გუნდი შინ "ლიმასოლს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კი ქეცბაიამ საინტერესო განცხადება გააკეთა და გუნდიდან წასვლა დააანონსა.
"სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან აქ აღარ ვიმუშავებ. წელს ჩვენი მიზანი კვიპროსის თასის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ის კი უნდა ვთქვა, რომ ბოლო 2 წელში ამ გუნდში იმდენი გავაკეთე, რაც წინა 11-ში არ გამიკეთებია", - განცხადა ქეცბაიამ.