ავტორიზაცია

3 კლუბი, რომელიც შესაძლოა თემურ ქეცბაიამ ჩაიბაროს

3 კლუბი, რომელიც შესაძლოა თემურ ქეცბაიამ ჩაიბაროს
თარიღი 22 Mar 2021, 01:52

ცოტა ხნის წინ, თემურ ქეცბიამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან ის "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ქართველი სპეციალისტი, ამ გუნდიდნ წასმოვლის შემდეგ.

GOAL.GE გთავაზობთ 3 სავარაუდო კლუბს, სადაც შესაძლოა ქეცბაია წავიდეს.

"აპოელი" - კვიპროსული გრანდი მიმდინარე სეზონში ცუდ ფორმაში იყო, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და საუკეთესოთა შორისაც ვერ მოხვდა. ერთ დროს, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ხვდებოდა და მათი მიზანი ძველი დიდების დაბრუნებაა. მომავალი სეზონიდან განახლებულ "აპოელს" ვიხილავთ, განახლებული შემადგენლობითა და მწვრთნელით. არ არის გამორიცხული, ამ გეგმების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქეცბაია იყოს.

"პაოკი" - რამდენიმე დღის წინ, ქეცბაიას მომავალს ეს კლუბი დაუკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ "პაოკი" წელს ცუდ სიტუაციაში არ არის და მესამე ადგილზეა, ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და მათი მიზანი შემდეგ წელს უკვე ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. თან, ქეცბაიას საბერძნეთში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.

"ნიუკასლი" - ქეცბაიას საფეხბურთო კარიერის პიკი სწორედ ამ გუნდს უკავშირდება. ქეცბაია ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ "ნიუკასლში" დაბრუნება სხვა სტატუსით სურს და შესაძლოა, მისი ეს სურვილი ახდეს. "ნიუკასლი" ცუდ სიტუაციაშია, ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგია, გასავარდნ ზონაშია და გუნდს ცვლილებები სჭირდება.