მბაპეს დუბლი და ნეიმარის დაბრუნება! პსჟ-მ ლიონს მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]
ფრანგული ლიგა 1-ს 30-ე ტურში „პსჟ-მ“ სტუმრად „ლიონი“ 4:2 დაამარცხა.
მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, 32-ზე კი დანილომ სხვაობა ორამდე გაზარდა.
47-ზე ანხელ დი მარიამ ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა, „ლიონს“ ყველანაირი შანსი კი მბაპემ, 52-ე წუთზე გადაუწურა და სტუმრები 4:0 დაწინაურდნენ.
დარჩენილ დროში „ლიონმა“ 2 გოლის გატანა მოასწრო და ნაკლებად სამარცხინო ანგარიშით დამარცხდა. თუმცა, მეტი ვერაფერი მოახერხა.
მატჩის 70-ე წუთზე „პარი სენ-ჟერმენისთვის" სასიხარულო ამბავი მოხდა - მოედანზე თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ნეიმარი დაბრუნდა, რომელმაც მბაპე შეცვალა.
ამრიგად, „პსჟ-მ“ 63 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა, „ლილს“ ამდენივე აქვს და მეორე პოზიციაზეა, „ლიონი“ კი 30 ქულით მესამე ადგილს იკავებს.