ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა - ვინ შეცვლის ანორთოსისის შემტევს?

საქართველოს ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა - ვინ შეცვლის ანორთოსისის შემტევს?
თარიღი 22 Mar 2021, 10:58

კვიპრისოს ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ფამაგუსტის "ანორთოსისის" ლიდერმა, თორნიკე ოქრიაშვილმა მორიგი ტრავმა მიიღო.

ქართველი თავდამსხმელის დაზიანების სიმძიმე არ არის ცნობილი, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ის სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს.

კვიპროსული გუნდის ფლეიმეიქერის ადგილს დაიკავებს ვარშავის "ლეგიას" ცენტრალური ნახევარმცველი, ვაკო გვილია.

პოლონური გუნდის ჰავბეკი საქართველოს ეროვნული ნაკრების შამედგენლობას შეუერთება დღეს, 22 მარტს. ასეთია ვილი სანიოლის არჩევანი.

აქვე დავამატებთ, რომ "ჯვაროსნების" მოწინააღმდეგეები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნებიან ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო.

3 ურთულესი მატჩი 7 დღეში - ასეთია საქართველოს ნაკრების კალენდარი მარტში