ავტორიზაცია

კრისტალ პალასი იუვენტუსის მცველით ინტერესდება

კრისტალ პალასი იუვენტუსის მცველით ინტერესდება
თარიღი 22 მარ 2021, 11:22

"იუვენტუსის" მცველმა, რადუ დრაგუსინმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის რუმინელისთვის "კრისტალ პალასი" იბრძვის.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტურინელებთან პროფესიონალური კონტრაქტი 2021 წლის იანვარში გააფორმა.

მიმდინარე სეზონში დრაგუსინმა ყველა ტურნირზე ერთად 4 მატჩი ჩაატარა.