ავტორიზაცია

აგუეროს მსურველები სერია ა-შიც ჰყავს

აგუეროს მსურველები სერია ა-შიც ჰყავს
თარიღი 22 მარ 2021, 12:52

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Goal.com ავრცელებს.

როგორც იწერება, 32 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის "იუვენტუსი" იბრძვის, რომელიც შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

აქამდე არსებული ცნობით, "ქალაქელთა" ფორვარდით კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში აგუერომ, რომელსაც "სიტისთან" კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.