"იუვენტუსში დაბრუნება? პირლო საუცხოოდ მუშაობს", - ალეგრი
„იუვენტუსის“ ექს-მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, გუნდში ანდრეა პირლოს მუშაობა შეაფასა.
„გუნდში დაბრუნება? დაზუსტებით შეუძლებელია თქმა, რა მოხდება მომავალში. მითუმეტეს, რომ ახლა „იუვენტუსს“ ანდრეა პირლო წვრთნის. ჩემი აზრით, ის თავის საქმეს საუცხოოდ უმკლავდება.
არ ვიცი, რა არ ჰყოფნის „იუვენტუსს“. ისინი იტალიის თასის ფინალში არიან, მოიგეს სუპერთასი და სერია ა-ში ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვიან. ჩემპიონთა ლიგა? ეს ტურნირი - ყოველთვის ცოტათი ლატარეაა.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Sky Sports.
ალეგრი „იუვეს“ სათავეში 2014-2019 წლებში ედგა და გუნდთან ერთად 5 სკუდეტო მოიგო და ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ორჯერ გავიდა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
ამ სეზონში, „იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგიდან „პორტუსთან" წაგების შემდეგ, მერვედფინალიდან გამოვარდა.