ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელს მისივე გუნდის ფანებმა რასისტული შეურაცხყოფები მიაყენეს

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელს მისივე გუნდის ფანებმა რასისტული შეურაცხყოფები მიაყენეს
თარიღი 22 მარ 2021, 14:56

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ფრედი, „ლესტერთან“ თასზე განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ, რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს შეურაცხმყოფელი სიტყვები იმის გამო აკადრეს, რომ „ლესტერთან“ განვლილ მატჩში, მან პირველი გოლის დროს შედეგიანი შეცდომა დაუშვა.

როგორც ირკვევა, ეს შეურაცხყოფები ფრედს მისივე გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებმა მიაყენეს.

¼-ფინალში „იუნაიტედი“ სტუმრად „ლესტერთან“ კელესი იჰეანაჩოს დუბლითა და იური ტილემანსის გოლებით დამარცხდა. „წითლების“ რიგებში ერთადერთი გოლი მეისონ გრინვუდის ანგარიშზეა.

იხილეთ ფრედის შეცდომა და ლესტერის პირველი გოლი