ბასილაშვილის მეტოქე სავარაუდოდ მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იქნება
ცნობილი გახდა მაიამის საერთაშორისო ტურნირის კენჭისყრის შედეგები და ცნობისთვის აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე რაუნდში კი მიკაელ იმერსსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის მოგებულს შეხვდება.
იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი აღნიშნულ ბარიერის გადალახავს, 1/16 ფინალში ის უდიდესი ალბათობით ალექსანდერ ზვერევს შეხვდება.
შეგახსენებთ, 2019 წელს, ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ მიშა ზვერევს 6:3, 6:2 სძლია, ისევ და ისევ მაიამის საერთაშორისო ტურნირზე.
აქვე დავამატებთ, მაიამის ღია პირველობის გამართვის თარიღი - 22 მარტი-4 აპრილი, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 4 299 205 დოლარია.
გავიხსენოთ:
VIDEO: ბასილაშვილი დოჰას ჩემპიონია! გამარჯვების მომტანი ქულა და ნიკას რეაქცია
კადრები, რომელიც ისტორიას დარჩება - ბასილაშვილის გამარჯვების ქულა ფედერერთან