ავტორიზაცია

რონალდუ ისტორიული რეკორდის მოსახსნელად ემზადება - ყველაზე მეტი გოლი სანაკრებო ისტორიაში

რონალდუ ისტორიული რეკორდის მოსახსნელად ემზადება - ყველაზე მეტი გოლი სანაკრებო ისტორიაში
თარიღი 23 მარ 2021, 03:39

მარტის სანაკრებო პაუზის დროს, კრიშტიანუ რონალდუ შეეცდება, რომ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყაროს.

საქმე ეხება, ნაკრების მაისურით გატანილი ყველაზე მეტი გოლი, რომელიც ამჟამად ირანელ ალი დაეის ეკუთვნის (109 გოლი).

კრიშტიანუს პორტუგალიაში 102 გატანილი გოლი აქვს და რეკორდის გასამეორებლად 7 გოლი სჭირდება.

მარტის სანაკრებო პაუზის დროს პორტუგალია ლუქსემბურგს, აზერბაიჯანსა და სერბეთს დაუპირისპირდება.

ცხადია, რომ კრიშტიანუსგან არ იქნება გასაკვირი, რომ ამ 3 მატჩში 7 გოლი გაიტანოს, თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეტოქეები არც თუ ისე ძლიერი ნაკრებები არიან.

ალეგრი: "რონალდუს გამო, მანჯუკიჩმა ერთ წელიწადში იმაზე მეტი ირბინა, ვიდრე იქამდე მთელ კარიერაში"

ფოტო: იუვენტუსის ორიგინალური საჩუქარი რონალდუს - რა ეწერა მაისურს მისი სახელის ნაცვლად?