ავტორიზაცია

გალათასარაი მზადაა არდა თურანს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

გალათასარაი მზადაა არდა თურანს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს
თარიღი 23 მარ 2021, 11:27

"გალათასარაის" ნახევარმცველი, არდა თურანი შეიძლება კლუბში დარჩეს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულელები 34 წლის თურქთან თანამშრომლობის 2022 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას გეგმავენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა გამოცდილ ფეხბურთელს 2021 წლის ივნისში ეწურება.

მიმდინარე სეზონში თურანმა "გალათასარაის" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.