ავტორიზაცია

ბარსელონას სათადარიგო მეკარე ვარჯიშზე დაშავდა

ბარსელონას სათადარიგო მეკარე ვარჯიშზე დაშავდა
თარიღი 23 Mar 2021, 11:54

"ბარსელონას" მეკარემ, ნეტომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

31 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა და რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესები.

ნეტო "ბარსელონაში" 2019 წლის ზაფხულში "ვალენსიადან" გადავიდა და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, ბრაზილიელი კარის დარაჯის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ნეტომ "ბარსელონას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა.