ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ აგუეროს შემცვლელს პრემიერ ლიგაშივე მიაგნო

მანჩესტერ სიტიმ აგუეროს შემცვლელს პრემიერ ლიგაშივე მიაგნო
თარიღი 23 მარ 2021, 12:10

"საუთჰემპტონის" თავდამსხმელმა, დენი ინგსმა კარიერა შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

როგორც იწერება, 28 წლის ინგლისელი სერხიო აგუეროს შემცვლელად განიხილება, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტის ვადა ეწურება.

მიმდინარე სეზონში ინგსმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.