ავტორიზაცია

კლუბი, სადაც ჩალჰანოღლუ შეიძლება უფასოდ გადავიდეს

კლუბი, სადაც ჩალჰანოღლუ შეიძლება უფასოდ გადავიდეს
თარიღი 23 მარ 2021, 12:16

"მილანის" ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ ზაფხულში შეიძლება "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდეს, წერს Goal.com.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის თურქი ფეხბურთელი მილანელებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

ჩალჰანოღლუს აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო "გალათასარიმ", სტამბულელებს ფეხბურთელის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ.

მიმდინარე სეზონში ჩალჰანოღლუმ სერია ა-ში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.