ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონს ოკამპოსი სურს, სევილია არანორმალურ თანხას ითხოვს

ვულვერჰემპტონს ოკამპოსი სურს, სევილია არანორმალურ თანხას ითხოვს
თარიღი 23 მარ 2021, 13:18

"ვულვერჰემპტონი" "სევილიას" გარემარბის, ლუკას ოკამპოსის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ევროპაში ძვირად ფასობს და ბევრად უფრო სახელგანთქმული კლუბების ინტერესსაც იპყრობს, მაგრამ სწორედ "ვულვერჰემპტონი" იჩენს მისდამი ყველაზე დიდ ყურადღებას.

ოკამპოსის გამოსასყიდი ღირებულება 72 მილიონ ევროს შეადგენს და ანდალუსიელთა ბოსები მის სანაცვლოდ სწორედ ამ თანხას ითხოვენ.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ოკამპოსმა 24 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.